ყველა სპორტული სიახლე

მშვილდოსნებმა ვერცხლის მედალს გაარტყეს

ნოტინგემში დასრულებულ მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხათუნა ნარიმანიძემ, ქრისტინე ესებუამ და იულია ლობჟანიძემ ფინალური შეხვედრა 0:6 დათმეს უკრაინის ნაკრებთან. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიამ ბრიტანელებს 6:2 სძლია. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში ბელარუსი 5:4 დაამარცხა, მეოთხედფინალში ასევე 5:4 თურქეთს სძლია, ნახევარფინალში კი დიდ ბრიტანეთს 5:3 აჯობა.

მშვილდოსნობა‎

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ