ყველა სპორტული სიახლე

სოკ-ის განცხადება დოპინგთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ პირველ ივნისს გამართულ სხდომაზე განიხილა და მიიღო განცხადების ტექსტი, რომელიც შეეხება სპორტში დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ხუთპუნქტიანი განცხადების შესავალში ნათქვამია, რომ "დოპინგთან ბრძოლა იყო და რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად სოკ-ისთვის, რომელმაც გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. დღეს ჩვენ ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს "სუფთა" სპორტსმენების დასაცავად რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სოკ-ი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, არ დააყოვნებს დოპინგ-პროდუქტების ან მეთოდების გამოყენებაში და შეთავაზებაში მხილებული პირების, მათ შორის _ მწვრთნელებისა და სპორტსმენის გარემოცვის სხვა წევრების დასჯას."

სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ ხარი დაუჭირა წინასაოლიმპიადო ტესტირების პროგრამას, რომლის ბიუჯეტიც ორჯერ გაიზარდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კენიას, რუსეთსა და მექსიკას - იმ ქვეყნებს, სადაც ტესტირების მეთოდები არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს.

სოკ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე ფართოდ ამოქმედდა განმეორებითი ტესტირების პროგრამა. უკვე შექმნილია და მუშაობს სადისციპლინო კომისია, სწრაფ გადაწყვეტილებებს ღებულობენ საერთაშორისო სპორტული ფედერაციები, 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება ეზღუდებათ დოპინგის გამოყენებაში მხილებულ სპორტსმენებს.

სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების მედალოსნების განმეორებითი ტესტირების პროგრამის გაფართოებას (ამ პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში გამოვლინდა დოპინგის გამოყენების 54 შემთხვევა).

2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილია უმაღლესი დონის დიდი ოლიმპიური თავყრილობა, რომელიც შეაფასებს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების წინ განხორციელებული ანტისადოპინდო პროგრამების შედეგებს, ამასთანავე, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შექმნის ახალ მექანიზმებს დოპინგთან საბრძოლველად.

www.geonoc.org.ge

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ