ყველა სპორტული სიახლე

ჭანტურია გერმანიის ვიზას ელის

მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „დუისბურგის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია თბილისშია და გერმანიის ვიზას ელის. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი liga-zwei.de იუწყება.

აქედან გამომდინარე „დუისბურგის“ ახალწვეული გუნდს 5 ოქტომბერს მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში „პადერბორნთან“ საშინაო მატჩში  ვერ დაეხმარება.

დუისბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ ჭანტურიასთან დაკავშირებით „კიკერთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„არ ვფიქრობ, რომ ჭანტურია ფიზიკურად ისეთ მდგომარეობაშია თამაში ვერ შეძლოს. თუმცა, მისი შეცვლის ვარიანტს განვიხილავ“.

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ