ყველა სპორტული სიახლე

მუჰამედ ალი 1942-2016 (ვიდეო)

74 წლის ასაკში ყველა დროის საუკეთესო მოკრივე მუჰამედ ალი გარდაიცვალა. ტიტულოვანი სპორტსმენი ფენიქსთან ახლოს, არიზონას შტატის ერთერთ ჰოსპიტალში 3 ივნისს გარდაიცვალა. მიზეზი სასუნთქი გზების პრობლემა და გახშირებული ყველა გახდა. მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე ბოლო 27 წლის განმავლობაში პარკინსონის დაავადებას ებრძოდა.
მძიმე წონაში მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონსა და ოლიმპიური ჩემპიონს კენტუკის შტატის მშობლიურ ლუისვილში დაკრძალავენ.
მუჰამედ ალი იგივე კასიუს მარსელუს კლეიმ პროფესიული კარიერა რინგზე 1959 წელს დაიწყო. 
1964 წელს მან ისლამი მიიღო და რელიგიური შეხედულებების გამო ამერიკის არმიაში მსახურობაზე უარი განაცხადა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და 1967-1970 წლებში რინგზე  საქმიანობა აუკრძალეს
ალიმ მოკრივის კარიერა 1981 წელს დაასრულა. სპორტსმენი პარკინსონის დაავადებას 1984 წლიდან ებრძოდა. სპორტის ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედი არაერთი ქვეყნის ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი იყო.

კრივი, საინტერესო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ