ყველა სპორტული სიახლე

ერიქსონი:''ქართველებთან გაგვიმართლა'' (ვიდეო)

შვედეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ შვედთა მთავარმა მწვრთნელმა ჰაკან ერიქსონმა TV4-ისთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ჰაკან ერიქსონი: ''გულწრფელად ვაღიარებ, რომ დღეს გაგვიმართლა. სამი ქულა ჯორდან ლარსონმა მოგვიტანა.''

ქართველთა კარში მეორე გოლის ავტორმა ემილ კრაფტმა გამარჯვების გოლის ავტორ, ლეგენდარული ჰენირკ ლარსონის შვილზე, ჯორდან ლარსონზე საინტერესო რამ თქვა:

''ვფიქრობ ჰენრიკზე კარგი ფეხბურთელი ჯორდანია.''

ასევე მცირე კომენტარი გააკეთა ჯორდან ლარსონმა.

ჯორდან ლარსონი: ''იმდენად ბედნიერი ვარ, რომ არვიცი რა ვთქვა. ემოციურად დატვირთული თამაში გამოვიდა. მახარებს გამარჯვება.''

შეგახსენებთ, ევრო 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა დრამატულ მატჩში 3:2 დაამარცხა საქართველოს 21 წლამდე გუნდი.


პარასპორტის ფოტოები, ფეხბურთი, საქართველო, ევროპა

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ