ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ინაშვილი: ''ქართულ ფეხბურთს ინვესტიცია სჭირდება''

ფოთის ''კოლხეთის'' აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა MySports.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის დატოვების მიზეზებსა და  ეროვნულ ჩემპიონატში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ თანამდებობის დატოვება?

- ეს გადაწყვეტილება კლუბში არსებულმა ვითარებამ მიმაღებინა. სატურნირო ცხრილიდან და კლუბში არსებული ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე მუშაობის პერსპექტივას ვეღარ ვხედავდი. მესმოდა მხოლოდ დაპირებები, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა.

-ამჟამად ვინ ავარჯიშებს ფოთის კოლხეთს?

-როგორც ვიცი გუნდი ხვალ იკრიბება. ახალი მთავარი მწვრთნელი ჯერ არაა გარკვეული. გუნდის ხელმძღვანელები მუშაობენ ამ თემაზე.

-არსებობდა სახელფასო დავალიანებები?

- კლუბის პერსონალს ივლისის თვის ხელფასი არ მიუღია, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანება არ გასტუმრებულა.

-როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა?

-ამ პრობლემის წინაშეა კლუბების უმრავლესობა. როგორც ვიცი მოქმედ ჩემპიონ გორის დილასაც ეს პრობლემა აწუხებს. ფედერაციისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის გარეშე ამ საკითხის გადაჭრა წარმოუდგენელია.

ლამაზი სიტყვებისთვის არ ვამბობ, ლევან კობიაშვილს ჩემი ქება არ სჭირდება, მან საქმით დაამტკიცა ქართული ფეხბურთის სიყვარული, იმედი მაქვს სფფ-სა და სახელმწიფოს თანამშრომლობით პრობლემები შემცირდება. პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის მოწესრიგებაა აუცილებელი.

-როდესაც კლუბებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ, რამდენად გამართლებული იყო უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა?

-რა მნიშვნელობა აქვს უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი ითამაშებს თუ 16 ? კლუბების უმრავლესობას არსებობის ელემენტარული პირობები არ აქვთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ფეხბურთზე, ჩვენს ჩემპიონატში ფეხბურთის ხარისხი დაბალია, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი თანხების სიმცირეა. თანამედროვე ფეხბურთი ინვესტიციის გარეშე ვერ განვითარდება.

ფეხბურთი, საინტერესო, ვიდეო, ინტერვიუ, საქართველო,

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ