ყველა სპორტული სიახლე

ჭადრაკის სასახლეში მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება დაიწყო

13 ივნისს ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიოს 5 გზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების 9 გზის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის გათამაშება გაიხსნა.

ტურნირის გახსნას მაია ჩიბურდანიძესთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ასევე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპოინი კახი კახიაშვილი ესწრებოდნენ.

ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდიც 26 000 ლარს შეადგენს, ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს "maia chess" 13-17 ივნისს თბილისი მასპინძლობს, ხოლო მეორე "Fisher chess" 19-22 ივნისს ქუთაისში ჩატარდება.

ორივე ეტაპი ლეგენდარული ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის ინოვაციით ჩატარდება. პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ტურნირი ახალი სისტემით "maia chess" ყველა პარტიაში საწყისი პოზიციის განსხვავებული განლაგებით გაიმართება.

ტურნირში 8 ქალბატონი და ამდენივე ვაჟი მონაწილეობს.

ქალები: ნანა ძაგნიძე, სალომე მელია, მერი არაბიძე, მაია ლომინეიშვილი, სოფო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, სოფო გურამიშვილი, ნინო ხომერიკი;
ვაჟები: მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცილაია, მერაბ გაგუნაშვილი, თორნიკე სანიკიძე, კონსტანტინე შანავა, ირაკლი ბერაძე, გიგა ყუფარაძე, ლუკა პაიჭაძე.

ტურნირის ორგანიზატორები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაცია.

www.msy.gov.ge

ჭადრაკი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ