ყველა სპორტული სიახლე

დაჩი ცნობილაძე: ''მხოლოდ დაცვითი ფეხბურთი წარმატებას ვერ მოგვიტანს''

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე დაჩი ცნობილაძემ ესპანეთთან მატჩის წინ MySports.ge-ს რამდენიმე კითხვას უპასუხა.

- როგორი განწყობაა გუნდში?

- გუნდში კარგი განწყობაა. ვემზადებით ესპანეთთან მატჩისთვის. თამაშს მოუთმენლად ველით, დრო კი ნელა გადის.

- ნახეთ ესპანეთის თამაშის ვიდეოჩანაწერი?

- ვნახეთ ესპანეთისა და ესტონეთის დაპირისპირება. ნამდვილად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.

- საქართველომ როგორი ფეხბურთი უნდა დაუპირისპიროს მეტოქეს?

- მხოლოდ დაცვითი ფეხბურთის თამაში წარმატებას ვერ მოგვიტანს. ასეთ დროს თითქმის შეუძლებელია მთელი მატჩი უშეცდომოდ ჩაატარო. ამიტომ შეტევაში გადასვლა აუცილებელია.

- ესპანელთა შემადგენლობიდან რომელიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ გითამაშია?

- წლების უკან ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში დეულოფეუს წინააღმდეგ ვითამაშე.

შეგახსენებთ, ევროპის ახალგაზრდული  ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში  ჩივაძის გუნდი ესპანელებს ''მიხეილ მესხზე''  დაუპირისპირდება. მატჩი 7 ოქტომბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემგთავაზებთ.

ფეხბურთი, საინტერესო, ვიდეო, ინტერვიუ, საქართველო,

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ