
პირველი ავარია ფორმულა 1-ის ბაქოს ეტაპზე (ვიდეო)
ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპს ბაქო მასპინძლობს.
რბოლა აზერბაიჯანის დედაქალაქის ვიწრო ქუჩებში კვირას გაიმართება. პარასკევიდან კი მრბოლელები ბაქოში ტესტებში იღებენ მონაწილეობას, რაც რედ ბულის პილოტისთვის, დანიელ რიკარდოსთვის წარუმატებელად დასრულდა.
ავსტრალიელმა მე-15 მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც მას ძვირად დაუჯდა.