ყველა სპორტული სიახლე

ვარსკვლავების ბოლიდები პრინცების მუზეუმიდან

ნიცადან დაახლოებით 30 წუთი გჭირდება იმისთვის, რომ მონაკოში ჩახვიდე, ქალაქში რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ახლაც კი, გახურებული ევროპის ჩემპიონატის დროს თავს მოწყენის საშუალებას არ აძლევს და ეს იმის მიუხედავად, რომ ეს ქალაქი ევროპირველობის მასპინძელ ქალაქებს შორის არ არის.

ერთი თვის წინ მონაკომ ფორმულა ერთის ეტაპს უმასპინძლა, რომელიც ინგლისელმა ლუის ჰამილტონმა მოიგო, ფორმულა ერთის შეჯიბრების ნახვა არ გამომივიდა, მაგრამ სამაგიეროდ მონაკოში პრინცების მუზეუმს ვესტუმრე, სადაც ფორმულა 1-ის ბოლიდები, უძველესი მოდელის მანქანებია განთავსებული, რომელიც სხვადასხვა დროს ცნობილმა მრბოლელებმა გამოიყენეს და მოგვიანებით, პრინცებს და შესაბამისად მუზეუმს უსახსოვრეს. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ფორმულა 1-ის მოყვარულებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა, რადგან მუზეუმში შესულმა შეგიძლია ნახო აირტონ სენას ბოლიდი, პრინცი ალბერ 1-ის მოტოციკლი, მიხაილ შუმახერის და ჯანკარლო ფიზიკელას, ჯენსონ ბატონის და იარნო ტრულის ბოლიდები. ცოტას კიდევ გაივლი და კიმი რაიკონენის, ჰეიკი კოვალაინენის და რომან გროსჟანის ავტომობილები გხვდება.

“მერსედესის” “როლს როისის’ “ფერარის” “ლამბორგინის”უძველესი მოდელები, რომლებიც თავს საოცრი ისტორიებით იწონებენ და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს მუზეუმი და მონაკო ავტომოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილია, რომელიც ფორმულა 1-ის გურმანებს დაუვიწყარ, საოცარ ემოციებს ანიჭებს.










ავტოსპორტი, საინტერესო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ