ყველა სპორტული სიახლე

დათხოვნის შემთხვევაში მოურინიო 40 მილიონს მიიღებს

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდიდან ნაადრევად დათხოვნის შემთხვევაში კომპენსაციის სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს.

გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლონდონელებთან ორი თვის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წლამდეა გათვლილი და წელიწადში ხელფასის სახით 11,9 მილიონ ევროს იღებს.

8 ტურის შემდეგ, „ჩელსის“ 8 ქულით ინგლისის 20-გუნდიან პრემიერლიგაში მე-16 ადგილი უკავია და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 10 ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ჯერჯერობით „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი პორტუგალიელს ენდობა, მაგრამ ლონდონელებმა თუ ასე გააგრძელეს, მიურინოს დათხოვნა გამორიცხული არაა.

ფეხბურთი, ავტოსპორტი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2023 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ