ყველა სპორტული სიახლე

მოკრივე ტიგრან შატბეროვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა (ვიდეო)

ანაპაში, სკოლის მოსწავლეთა შორის მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო ევროპირველობაზე, რომელშიც 24 ქვეყნის სპორტსმენები გამოდიან 8 მოკრივითაა წარდგენილი.

4 ნოემბერს საქართველოს სამმა წარმომადგენელმა იჩხუბა - დავით გვასალია (46 კგ) შოტლანდიელ ნიკოლას დევლინთან, ხოლო ივერი გრიგოლაშვილი (52 კგ) ბულგარელ სტილიან ხრისტოვთან დამარცხდა.

ტიგრან შატბეროვმა (44.5 კგ) სლოვაკ ალექსანდ ტანკოსთან გაიმარჯვა და ნახევრფინალში გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. შატბეროვი ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში 7 ნოემბერს იტალიელ ვინჩენცო დელა გატას დაუპირისპირდება.

mysports.ge

სხვადასხვა, კრივი, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ