ყველა სპორტული სიახლე

შალვა გოგოლაძემ მოკრივეებს ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა (ვიდეო)

30 ივნისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებები მიიღო და ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ჟურნალისტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანაპაში, 6-14 ივნისს გამართულ კონტინენტის პირველობაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ესკერხან მადიევი (64 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და ოთარ ნავერიანმა (56 კგ), ხოლო ბრინჯაო გიორგი ჭიღლაძემ (+91 კგ) მოიგეს.  ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ბეჟან ჭიჭინავა წვრთნის მე-2 გუნდურ ადგილზე გავიდა.

უნგრეთში, ქალაქ კაპოსვარში 18-26 ივნისს გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი გახდა - ლექსო ხასაია (52), ვერცხლი ალეკო ყიფიანმა (54 კგ) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი ზურაბ მენაბდიშვილმა (66 კგ). შალვა დუნდუას გაწვრთნილმა გუნდმა მე-5 გუნდური ადგილი მოიპოვა.

www.msy.gov.ge

კრივი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ