ყველა სპორტული სიახლე

გიორგი დათუნაიშვილი: "გაბალამ" ყველა კომპონენტში გვაჯობა"

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალასთან" განცდილი მარცხის შემდეგ "სამტრედიას" კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა აზერბაიჯანული პრესის კითხვებს უპასუხა. 

- რა იყო ასეთი მტკივნეული მარცხის მიზეზი?

- თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ და რამდენიმე გოლი გავუშვით. გარდამტეხი სტანდარტიდან გაშვებული გოლი გახდა, რის შემდეგაც მობილიზება ვეღარ შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ მომენტები გვქოონდა.

- მეტოქის წეზოლას ვერ გაუძელით. გამოუცდელობის ბრალია თუ ნერვიულობის?

- „გაბალა“ ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია. მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბევრ ფეხბურთელს ევროთასებზე ასპარეზობის გამოცდილება არ აქვს, რის გამოც ჩვენი თამაშის პოვნა ვერ შევძელით და მწვრთნელის მითითებებიც ვერ შევასრულეთ.

- თქვენთვის ბრძოლა დასრულებულია თუ შანსი კიდევ გაქვთ?

- შანსი ყოველთვის არის, თუმცა 4:0-ის მოგება ძალიან რთული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძოლებთ კლუბის სახელის დასაცავად.

- „გაბალას“ რიგებიდან ვის გამოარჩევდით?

- ნიკა კვეკვესკირს.

- მეტოქის პოტენციალზე რას იტყოდით?

- „გაბალა“ ძალიან კარგი გუნდია და ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს, თუ შემადგენლობას გაალიერებენ.

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ