ყველა სპორტული სიახლე

„ჯორჯიანსმა“ უეფას ფუტსალის თასზე პირველი მატჩი მოიგო

თბილისის „ჯორჯიანსმა“ („თელასი“), რომლის მოთამაშე-მწვრთნელი ავთო ასათიანია, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდის 1 ჯგუფის სასტარტო მატჩში მასპინძელი აპოელ-ი 5:1 დაამარცხა.

თბილისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მეკარე ბუკია, ჭანუყვაძე, კობაიძე, კაკაბაძე, თოდუა.

თადარიგში იმყოფებოდნენ: მეკარე გაბუჩია, ასათიანი, ქურდაძე, შელეგია, სოზაშვილი, ბოკერია, ხოსრუაშვილი, ბობოხიძე, თოფურია.

შეხვედრის მე-7 წუთზე ანგარიში კვიპროსელმა ხრისტოდულომ გახსნა.  მე-13 ასათიანმა თანაფარდობა აღადგინა. 24-ე წუთზე შელეგიამ ქართველები დააწინაურა. 33-ე წუთზე თავი კობაიძემ გამოიჩინა, რომელსაც 38-ე წუთზე მხარი ბობოხიძემ კარგად აუბა. მატჩში წერტილი მე-40 წუთზე კაკაბაძემ დასვა.

„ჯორჯიანსიდან“ ყვითელი ბარათი მე-3 წუთზე თოფურიამ მიიღო, მე-7 წუთზე - ბუკიამ, ხოლო მე-10 წუთზე - ჭანუყვაძემ.

მომდევნო მატჩს „ჯორჯიანსი“ დღეს რუსეთის „უგრასთან“ ჩაატარებს, რომელმაც პირველ შეხვედრაში ფრანგულ „კრემლინ ბისეტრს“ 5:0 აჯობა.

ფეხბურთი, კალათბურთი, ვიდეო, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ