ყველა სპორტული სიახლე

მთაწმინდის პარკმა ჯანმრთელობის ფესტივალს უმასპინძლა

2 ივლისს, მთაწმინდის პარკმა იოგა ანანდას მიერ ორგანიზებულ ჯანმრთელობის ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებასთან ერთად, მთაწმინდის პარკის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული კერძები და მიეღოთ ინფორმაცია ჯანმრთელობის, დიეტოლოგიის, მედიცინისა და ხელოვნების შესახებ.

ჯანმრთელობის ფესტივალს პარტნორი და ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია კომპანია My.Ge, რომელიც  კავკასიის მასშტაბით უდიდესი ელექტრონული კომერციის კომპანიაა და 2003 წლიდან მომხმარებელს მარტივ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ვებვერდებს სთავაზობს.

ნინო გოგოლაძე (My.Ge-ს PR მენეჯერი): „ჯანსაღი ცხოვრების წესს My.Ge ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძებებში მონაწილეობა. ვთვლით, რომ საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი მხარს უნდა უჭერდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს და ამ მიმართულებით ჩვენც შეგვაქვს გარკვეული წვლილი“.

ჯამრთელობის ფესტივალის მნიშვნველობასა და მიზნების შესახებ იოგა ანანდას დამფუძნებელი, ედიტა დილანიანი გვესაუბრა. 

ედიტა დილანიანი (იოგა ანანდას დამფუძნებელი): „გასულ წელს იოგას საერთაშორისო დღეს აღვნიშნავდით, წელს კი სპორტის სხვადასხვა სახეობის გაერთიანება გადავწყვიტეთ და ჯანმრთელობის ფესტივალს გავუწიეთ ორგანიზება, რათა ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ რაოდენ ფართო არჩევანი აქვთ მათ, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენთან ერთად არიან ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებთან ერთადაც ამ თემის განვითარება საქარველოში ძალიან გვსურს, რათა ჯანსაღი ცხოვრეების წესი გაცილებით პოპულარული გახდეს“.

ფესტივალზე დასწრება სრულიად უფასო იყო და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შესაწირის სახით დახმარებოდნენ არასამთოვრობო ორგანიზაცია „კავშირ იას“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ზრუნავს, რასაც ჩვენთან საუბარში კომპანია იოგა ანანდას გენერალურმა მენეჯერმა, მიშო როსტომიანმა გაუსვა ხაზი.

მიშო როსტომიანი (იოგა ანანდას გენერალური მენეჯერი): “ძალიან მიხარია ამდენი ადამიანის ხილვა ჩვენს ღონისძებაზე. გვსურს ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც  აწარმოებენ ჯანსაღ საკვებს, პარფიუმერულ ნაწარმს და ეს ყველაფერი ჩვენთვის ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ფესტივალი საქველმოქმედოა და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე. საზოგადოების ჩართულობით კმაყოფილი ვარ, რადგან მოედანი ფაქტობრივად სავსეა და მოხალისეები საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ აქტივობებში ჩართვას“.

ფესტივალის მსვლელობისას ღონისძიებაში ჩართვა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში (იოგა, პილატესი, ზუმბა, აერობიკა და მრავალი სხვა) მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რაშიც მათ ინსტრუქტორები ეხმარებოდნენ.

ზურა კაზიშვილი (იოგა ანანდას ინსტრუქტორი): „ფესტივალის ჩატარების იდეა ანანდაში დაიბადა და ის კომპანიის მენეჯერს, მიშო როსტომიანს ეკუთვნის. ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თუმცა არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ იოგით, რომელიც ჩვენი ცენტრის ძირითადი მიმდინარეობაა და ღონისძების პროგრამაში სხვადასხვა სპორტის სახეობები ჩავრთეთ. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ჯანსაღი კვებისა და კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიები. მსავსი ტიპის ღონისძიება პირველად ტარდება და ვფიქრობ, რომ ის იდეალურადაა ორგანიზებული“. 

მთაწმინდის პარკში ჩატარებული ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით შედგა. დედაქალაქის ხელისუფლება მომავალშიც აპირებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რაც ჩვენთან საუბარში თბილისის მერიის სპორტის პროგრამების განყოფილების უფროსმა, გეგა ზურაბაშვილმა დაადასტურა.

„ქალაქ თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ყოველთვის მხარს უჭერს და რაც შეიძლება მეტი თბილისელის ჩართვა სურს სპორტულ აქტივობებში. დღევნადელი დღეც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ. დიდი ალბათობით, ივლისის შუა რიცხვებიდან ქალაქის სხვადასხვა ადგილებში მსგავსი პროექტები გაგრძელდება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გასტანს“, - აღნიშნა ზურაბაშვილმა.




სხვადასხვა, საინტერესო, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ