ყველა სპორტული სიახლე

ჯანო ანანიძის გადამწყვეტი სეზონი

მოსკოვის "სპარტაკი" ავსტრიულ შეკრებაზეა, სადაც მომავალი სეზონისთვის გადის მზადებას. გუნდთან ერთადაა მოსკოველთა ქართველი ლეგიონერი, ჯანო ანანიძე, რომელმაც "სპარტაკის" ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუს მისცა. 

"სპარტაკში ჩამოსვლის დროს 15 წლის ვიყავი და სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი კლუბის ბაზაზე. გარემო და სამზარეულო ძალიან სწრაფად რომ არ შემეცვალა ქართულ რესტორანში ხშირად დავდიოთი. ამას ახლაც ვაკეთებ, თუმცა შედარებით იშვიათად. ჩემი მეუღლე ძალიან გემრიელ საჭმელს ამზადებს და არა მხოლოდ ქართულ კერძებს. აქ, ფილახშიც, კვება ძალიან კარგია. სხვათა შორის, საქართველოშცი არის შეკრებების ჩასატარებლად კარგი ადგილები, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ფეხბურთელები სახლში ჭარბი წონით დაბრუნდებიან. 

მიმდინარე შეკრებაზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არაფერი არ მტკივა და ეს ძალიან მახარებს. ბოლო წლებში ფეხში ტკივილს მუდმივად ვგრძნობდი. "როსტოვში" თამაშისას კი ყოველთვის გამაყუჩებლებს ვიკეთებდი. იტალიურ კლინიკაშიც კი ვერ დამისვეს ზუსტი დიაგნოზი, მაგრამ შემდეგ სასწაული მოხდა, ჩვენმა სამედიცინო შტაბმა მიშველმა. დიეგო მანტოვანისთან ერთად ფინეთში, პროფესორ ორავესთან ჩავედით, რომელმაც სურათესაც კი არ შეხედა, ჩემს ნატკენ ფეხს შეეხო, შემდეგ კი საოპერაციო მაგიდისკენ გაიშვირა ხელი. 

პრობლემები მქონდა ცხვირით სუნთქვასთან დაკავშირებითაც და შვებულების დროს თბილისში ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც ნაკრებში ჩასატარებელი შეხვედრების გამოტოვება მომიწია, თუმცა შედეგი შესანიშნავია და სუნთქვაშიც არაფერი მიშლის ხელს. საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ და დატვირთვებიც დიდია, თუმცა ეს ნორმალურია. პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე დიდი დრო არ დადგა. ევროთასებზე კი წარმატებით გვსურს თამაში. 

 

სასტუმროს ნომერში გიორგი მელქაძესთან ერთად ვცხოვრობ. სხვათა შორის, ქართულად ახლა უფრო კარგად საუბრობს. ადრე კი მეგონა, რომ ქართული საერთოდ არ ესმოდა, ის ხომ მოსკოვში დაიბადა. მერე ბიჭებმა მითხრეს, რომ ტელეფონზე საუბრისას ყოველთვის ქართულად ყვიროდა რაღაცას. ბევრს ვსაუბრობთ ევროპის ჩემპიონატის შესახებ, თუმცა არ ვიცი ვის გულშემატკივრობს. მე ესპანეთს ვგულშემაკტივორბდი, რომელიც ევროს დაწყებამდე საქართველომ 1:0 დაამარცხა. ამას ვინ იფიქრებდა? ჩემიანებმა ძალიან გამახარეს. 



ვფიქრობ, რომ მოახლებული სეზონი ჩემთვის გადამწყვეტია. დიდი ხანია დისკომფორტისა და ტკივილი გარეშე არ მითამაშია. როგორც იქნა დადგა ის დრო, როცა არაფერი არ მიშლის ხელს და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის ნდობა. ასე იყო "როსტოვში", სადაც 5 გოლი გავიტანე და 10 ან 11 საგოლე გადაცემა შევასრულე. თასიც სწორედ მაშინ მოვიგეთ და ჩემპიონატიც კარგ პოზიციაზე დავასრულეთ.

ახლა "სპარტაკის" ძირითადში მსურს დამკვიდრება და ტიტულის მოგება. იმედი მაქვს, ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა და ტრავმების ლიმიტიც ამოვწურე. ასე ფიქრობს მთავარი მწვრთნელი დმიტრი ალენიჩევიც. ტყუილად ხომ არ მეტყოდა, რომ მომავალ სეზონში ჩემგან 10 გოლსა და 10 საგოლე პასს ელის", - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, საინტერესო, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ