ყველა სპორტული სიახლე

ოთარ კაკაბაძე:''ხიმნასტიკში'' თამაში პროგრესის საუკეთესო საშუალებაა''

ოთარ კაკაბაძე ესპანური საფეხბურთო კლუბის, ''ხიმნასტიკის'' ფეხბურთელია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მცველმა ესპანურ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოთარი ''ხიმნასტიკს'' 9 ივლისს ესპანეთში შეუერთდება.

როგორც კაკაბაძემ თქვა, მისი ესპანურ კლუბში მოხვედრა გიორგი აბურჯანიას დამსახურებაა.

კაკაბაძე MySports.Ge-ს ესაუბრა.

ოთარ კაკაბაძე: ''ძალიან ბედნიერი ვარ, ''ხიმნასტიკში''  გადასვლა გიორგი აბურჯანიას დამსახურებაა, რომელმაც კარგი რეკომენდაცია გამიწია.

გიორგი აბურჯანიას რეკომენდაციის შემდეგ ტრანსფერის განხორციელება ესპანელი აგენტის, დავიდ გარსიას დახმარებით მოხდა. დაახლოებით ერთი თვეა, რაც საგენტო Promoesport-ის ფეხბურთელი ვარ. სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს დავიდ გარსია.

ვფიქრობ ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან ჩისკოსთან ერთად ''დინამო თბილისში,'' აბურჯანიასთან ერთად კი საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში მითამაშია. ''ხიმნასტიკთან'' 3 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. კლუბს საკმაოდ მაღალი მიზნები აქვს და ვეცდები გუნდს ჩემი თამაშით გამოვადგე. ვფიქრობ სეგუნდა დივიზიონში დიდ გამოცდილებას მივიღებ. ამ ტიპის ჩემპიონატში თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის პროგრესის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა.

ინგლისური ენა ნორმალურად ვიცი, თუმცა ესპანელები ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. ამიტომ ესპანურის სწავლა თბილისში დავიწყე, იქ ჩასვლის შემდეგ კი მეცადინეობებს გავაგრძელებ.

ესპანელებს ჩემი თამაში ცოცხლად არ უნახავთ, თუმცა არსებობს ვებსაიტი Wyscout-ი, რომლის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ფეხბურთელის თამაშის ხილვა და ანალიზის გაკეთება. Wyscout-ზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

კანონის მიხედვით საკომპენსაციო თანახას 23-წლამდე იღებს ის გუნდი, რომლის აღზრდილადაც ითვლება ფეხბურთელი. ჩემს სანაცვლოდ ''დინამო თბილისი'' ესპანური კლუბისგან სოლიდურ თანხას მიიღებს.''

შეგახსენებთ,  2016 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გიორგი აბურჯანია გადავიდა. სეგუნდა დივიზიონის მეორე წრეში იგი ესპანური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და 16 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა. ''ხიმნასტიკს'' ლა ლიგაში გადასვლის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში ''ოსასუნასთან'' ფლეი ოფში დამარცხდა და მომავალ სეზონს კვლავ სეგუნდა დივიზიონში გაატარებს.

ასევე გეტყვით, რომ კაკაბაძის მსგავსად Promoesport-ის წევრები ''ბარსელონას'' ფეხბურთელი ალექს ვიდალი, ''ვალენსიას'' მეკარე დიეგო ალვეში, ''ასტონ ვილას'' შემტევი ადამა ტრაორე, ''ინტერის'' მოთამაშე ფელიპე მელო და სხვები არიან.

Promoesport-თან ასევე აკავშირებს კონტრაქტი გიორგი აბურჯანიას.

ფეხბურთი, საქართველო, საინტერესო, ინტერვიუ, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ