ყველა სპორტული სიახლე

დატომემ "ფენერბაჰჩეს" გამო NBA-ის სამი კლუბი უარით გაისუმრა

იტალიელმა ფორვარდმა ლუიჯი დაოტმემ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ ზაფხულში მის მიმართ ინტერესს "ვაშინგტონ უიზარდსი", "ლოს-ანჯელეს კლიპერსი" და "დალას მავერიკსი" იჩენდნენ.

მიუხედავადა ამისა "დეტროიტისა" და "ბოსტონის" ყოფილმა მოთამაშემ ორწლიანი ხელშეკრულება "ფენერბაჰჩესთან" გააფრომა. Euroleague Adventures-ის ცნობით, თურქეთში დატომე წელიწადში 1,7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებულ 2 სეზონში ლუიჯიმ 55 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 3,4 ქულა და 1,4 მოხსნა იყო.

ფეხბურთი, კალათბურთი, პარასპორტი, ვიდეო, ინტერვიუ, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ