ყველა სპორტული სიახლე

დიდიე დეშამი: „ისტორიაში შევედით“

დიდიე დეშამის განცხადებით საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი  ისტორიაში უკვე შევიდა.

ამის შესახებ ფრანგების თავკაცმა ევრო-2016-ის ნახევარფინალში მარსელის „ველოდრომზე“ გერმანიის ნაკრების (2:0) დამარცხების მერე განაცხადა. მას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

დიდიე დეშამი: „ჩვენ უკვე ისტორიაში შევედით. საფრანგეთს გერმანია დიდი ხანია არ დაუმარცხებია, მაგრამ განვლილ მატჩში ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ფინალში ვართ და ჯილდოს ბედი ჩვენს ხელთაა. მოთამაშეებს წარმატებას ვულოცავ. ეს ურთულესი მატჩი იყო გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მოთმენას გვაიძულებდა და ჩვენ ერთად ვითმენდით. როდესაც ტრიბუნებზე ჟინსა და ცეცხლს ხედავ...ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რომ უსაყვარლესი იყოს.

შესანიშნავი ემოციები გვაქვს - ჩვენ მოთმენა მოგვიწია, მაგრამ არ დავნებებულვართ და ეს ძალიან მახარებს. მოთამაშეებმა ისტორია გადაწერეს და გერმანია ტურნირიდან გამოთიშეს. ჩვენ ადამიანების პრობლემების გადაწყვეტა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მათ ემოციები ვაჩუქოთ, რომ თავისი გასაჭირი დროებით დაივიწყონ. ჩვენ ჟინსა და ენთუზიაზმს ვჩუქნით და ამას ვხედავთ.

გრიზმანი საუცხოო მოთამაშეა, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ის ძალიან ბევრს მუშაობს და ოლივიე ჟირუსთან კარგადა შეთამაშებული. ორივემ დაცვაში ბევრი იმუშავეს და მეტოქეს თავისუფალი სივრცეები არ დაუტოვეს. ანტუანი მთელი სეზონი „ატლეტიკოს“ წამყვანი მოთამაშე იყო. ევროპის ჩემპიონატზე მას გოლები გააქვს და საგოლე პასებს აკეთებს. მის გვერდით სხვა ფეხბურთელებიც უკეთესად თამაშობენ.

ფინალამდე სამი დღე დარჩა. დრო მალე გავა და ამ გამარჯვებით დატკბობა უნდა მოვასწროთ. ეს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კვირას გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკვირაო მატჩს ოპტიმალურ კონდიციებში შევხდეთ. ფინალში გაამრჯვების შანსი როგორც ჩვენ, ასევე, პორტუგალიას აქვს. ჩვენ მასპინძლები ვართ და გერმანიას მოვუგეთ, მაგრამ ფინალში ეს დამატებით უპირატესობას არ გვაძლევს. საკუთარი თავის გვჯერა, ისევე როგორც პორტუგალიელებს.

ფეხბურთელობისას ფინალებში საკმაოდ ვმონაწილეობდი. ახლა ჩემი შეგირდების მეამაყება. როდესაც საფრანგეთის ნაკრების მაისურს ვატარებდი, ეს ჩემი კარიერის მთავარი სიამაყე იყო. მოთამაშისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. შესაძლოა, ყოველთვის ასე არ იყო, მაგრამ ახლა ყველას ესმის რა შეუძლია თავის თანამემამულეებს მისცეს, როცა ამ მაისურს იცვამს“.

 

ფეხბურთი, ევროპა, ვიდეო სიახლეები, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ