ყველა სპორტული სიახლე

რუს მძლეოსანს უკრაინის სახელით ურჩიეს ასპარეზობა

"რუსეთის კომუნისტების" თავმჯდომარემ, მაქსიმ სურაიკინმა რუს მძლეოსანს, დარია კლიშინას, უკაინის სახელით გამოსვლა შესთავაზა. 

საქმე იმაშია, რომ კლიშინა ერთადერთი მძლეოსანია რუსეთის ნაკრებიდან, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მიენიჭა, ოღონდ არა რუსეთის სახელით, არამედ ნეიტრალური დროშის ქვეშ, რაზეც სპორტსმენი დათანხმდა. 

თუმცა, სურაიკინი მიიჩნევს, კლიშინას სოლიდარობა უნდა გამოეჩინა და ასპარეზობაზე უარი ეთქვა, თანაგუნდელების მხარდჭერის მიზნით. 

"ლოგიკურია, რომ თუ კლიშინა ჩვენი მძლეოსნების აზრს არ იზიარებს, მას სხვა შეხედულება აქვს. შესაბამისად, ალოგიკური არც ის იქნებოდა, რომ მას უკრაინის სახელით ეასპარეზა", - განაცხადა სურაიკინმა. 

ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენებისთვის აკრძალვას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი არ განიხილება. 

"რუსეთი ყოველთვის იყო ბოიკოტის წინააღმდეგი. ახლა არა ემოციური რეაქციების, არამედ იურიდიული ქმედებების დროა, რასაც ვაკეთებ კიდეც", - თქვა პესკოვმა. 

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ