ყველა სპორტული სიახლე

რიჩარდ მაკლარენი მძლეოსნობაში კორუფციის დონით აღშფოთებულია

მსოფლიოს დამოუკიდებელი ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი რიჩარდ მაკლარენი მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციაში არსებული კორუფციის მასშტაბებით აღშფოთებულია.

მისი აზრით IAAF-ში კორუფციის მხრივ სიტუაცია გაცილებით უფრო ცუდადაა, ვიდრე ფიფაში. პროფესორის სიტყვებით ამ ორ ორგანიზაციაში დანაშაულის დონის შედარებაც კი არ შეიძლება.

„ეს ანგარიში მძლეოსნობაში გადატრიალებას მოახდენს. ფიფასგან განსხვავებით, სადაც რამდენიმე მოხუცი ჯიბეს ისქელებს, მძლეოსნობაში გამოძალვითაც არიან დაკავებულნი და შეჯიბრებების შედეგებს ცვლიან. ეს სულ სხვა კორუფციის მასშტაბებია ვიდრე ფიფასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში“ - იუწყება მაკლარენის სიტყვებს დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.

სხვადასხვა, მძლეოსნობა

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ