ყველა სპორტული სიახლე

შეხვედრა სეოკ-ში

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფ საერთაშორისო კალათბურთის მაღალჩინოსანს, ფიბა-ევროპის აღმასრულებელ დირექტორს კამილ ნოვაკს. სტუმარს ახლდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.

შეხვედრაზე სტუმარ-მასპინძლებმა ისაუბრეს საქართველოში კალათბურთის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის გადასადგმელე ნაბიჯებზე, ქართული კალათბურთის ოლიმპიურ პერსპექტივაზე. სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა ჩვენი ეროვნული გუნდის ბოლო წლების წარმატებულ გამოსვლას ევროპის ჩემპიონატებზე, ისაუბრა ფიბა-ევროპის იმ პროექტებზე, რომლებიც ემსახურება ცალკეულ ქვეყნებში კალათბურთის განვითარებას. თავის მხრივ ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშო სახეობაა და იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ნაკრები შეძლებს სალიცენზიო ბარიერის დაძლევას და ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლას.

www.geonoc.org.ge

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ