ყველა სპორტული სიახლე

ბრაზილიელთა საბოლოო არჩევანი ოლიმპიადაზე

ბრაზილიის ფეხბურთელთა ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკალემ რიო დე ჟანეიროში გასამართი ოლიმპიადისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მიკალეს საბოლოო არჩევანი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ფერნანდო პრასი („პალმეირასი“), უილსონი („ატლეტიკო მინეირო“).

მცველები: ლუანი („ვასკუ და გამა“), როდრიგო კაიო („სან პაულუ“), მარკინიოსი (პსჟ), დუგლას სანტოსი („ატლეტიკო მინეირო“), ზეკა („სანტოსი“), ვილიამი („ინტერნასიონალი“).

ნახევარმცველები: ტიაგო მაია („სანტოსი“), როდრიგო დურადო („ინტერნასიონალი“), უოლესი („გრემიო“), რაფინია ალკანტარა („ბარსელონა“, ესპანეთი), რენატუ აუგუსტუ („ბეიცზინ გოანი“, ჩინეთი), ფელიპე ანდერსონი („ლაციო“, იტალია).

თავდამსხმელები: ნეიმარი („ბარსელონა“, ესპანეთი), გაბრიელ ხესუსი („პალმეირასი“), გაბრიელი („სანტოსი“), ლუანი („გრემიო“).
საბოლოო განაცხადში ორი ცვლილება მოხდა: ტრავმირებული დუგლას კოსტას მაგივრად ოლიმპიადაზე რენატუ აუგუსტუ ითამაშებს, ხოლო ფრედის ნაცვლად, რომელიც „შახტარმა“ ოლიმპიადაზე არ გაუშვა, უოლესი იასპარეზებს.

ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, ერაყისა და დანიის ნაკრებებს შეხვდება.

ფეხბურთი, მსოფლიო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ