ყველა სპორტული სიახლე

ბექა ბურჯანაძე: "ევროპის ჩემპიონატი დაუვიწყარი იყო"

"კორუნიას" ქართველმა ლეგიონერმა ბექა ბურჯანაძემ ინტერვიუ laopinioncoruna-ს მისცა. ქართველმა კალათბურთელმა ახალ სეზონში საკუთარი კლუბის გეგმებზე და ევრობასკეტზე ისაუბრა.

- ახალი სეზონისთვის მზად ხართ? 

- დიახ. მართალია, გუნდს ბოლოს შევუერთდი, თუმცა ბევრი ვიშრომეთ და ყველაფერი რიგზეა.

- ამხანაგურ მატჩებში გუნდის თამაშს როგორ შეაფასებდით?

- ყოველი ვარჯიშის და მატჩის შემდეგ ვუმატებთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ჩვენი კოზირი სწრაფი თამაში იქნება.

- ახალ შენაძენებზე რას იტყოდით? 

- კარგი მოთამაშეები არიან და ერთად ძლიერ კოლექტივს ჩამოვაყალიბებთ.

- კონკურენტებად ვის მიიჩნევთ? 

- ვფიქრობ, წარმატებისთვის "პალენსია", "მელილია", "ოურენსე" და ჩვენ ვიბრძოლებთ.

- რა მიზნები გაქვთ მიმდინარე სეზონში? 

- რეგულარულში რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დაკავებას და პლეიოფში თამაშს ვიმედოვნებთ. პირადად მე წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- გუნდის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრიათ? 

- "კორუნია" კალათბურთელის განვითარებისთვის შესანიშნავი ადგილია. გარკვეული წინადადებები იყო, თუმცა განსაკუთრებული არაფერი. როდესაც "კორუნიამ" კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, ბევრი არ მიფიქრია.

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრობასკეტზე ითამაშეთ. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს? 

- ეს უბრლაოდ დაუვიწყარი იყო. მოსამზადებელ ეტაპზე მწვრთნელი ბევრ დროს მითმობდა, თუმცა ჩემპიონატის სტარტზე თორნიკე შენგელია გამოჯანმრთელდა და მოედანზე გასვლა ნაკლებად მიწევდა. თანაგუნდელებისგან დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე, რაც ძალიან დამეხმარა.

 

კალათბურთი, პარასპორტი, საინტერესო, საქართველო, მსოფლიო,

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ