ყველა სპორტული სიახლე

მილტონ ჰეიგი: "საქართველოში რაგბი ძალიან უყვართ"

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი პოპულარულ პორტალს, Rugby Planet-ს ესაუბრა.

„ფიჯისთან თამაშამდე ბიჭებს ვუთხარი: „წარმოიდგინეთ, როგორ დაისვენებთ შვებულების დროს რომელიმე სანაპიროზე და გეცოდინებთ, რომ ოკეანეთის ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეთ.

ფიჯის თამაში კარგად შევისწავლეთ და მოთამაშეებს საჭირო დავალებები მივეცით. საქართველომ დაცვაში მეტოქეს აჯობა.

საკუთარ ძალებში რწმენაა მთავარი და მხოლოდ ამ შემთხვევაშია რეალური ჩანაფიქრის რეალიზება.

დაძაბული 4,5-წლიანი მუშაობის საბოლოო შედეგი წარმატებული ტურნე იყო. ჩვენი შრომის შედეგად ევროპის ჩემპიონატის მოგება და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შევძელით.

World Rugby-ს ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს, ძლიერ მეტოქეებთან თამაშების გამართვის შესაძლებლობა ვთხოვე. ერთადერთი, რაც შემოგვთავაზეს, ოკეანეთის ტურნე იყო. ვხვდებოდით, რომ რთული გამოცდა გველოდა, მაგრამ პოზიტიურად ვიყავით განწყობილები. ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიო თასზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ვხედავდი, რომ გუნდი მზადყოფნაშია.

ორი წლის წინანდელ გუნდთან შედარებით განსხვავება ძალიან დიდია. ბიჭებს საკუთარ ძალებში რწმენა გაუნჩდათ.  ჩვენი შედეგებით ძალიან გახარებული ვარ. თამაშის ხარისხიც და სტატისტიკაც დამაკმაყფილებელია. ნამდვილად ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ტურნემ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მსოფლიო თასის შემდეგ გუნდში ახალი იმპულსი გაჩნდა, რომლის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო დიდ შედეგებს მივაღწიოთ.

როცა საქართველოში ვიწყებდი მუშაობას უამრავ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა მოთმაშეს ვხედავდი. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ძალიან ერთფეროვნად თამაშობდნენ. მივხვდით, რომ კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად მათი მომზადების სისტემა უნდა შეგვეცვალა და სამომავლო პერსპექტივაზე გაგვეკეთებინა აქცენტი.

ამ პროცესს 4 წელი დასჭირდა და ის წარმატებით დასრულდა. ქართველი ბიჭებისთვის ახალი სათამაშო სტილი უცხო არ აღმოჩნდა. ფიზიკურად ძლიერები არიან და ბურთიც იციან. ნაკრები კლუბი არაა, სადაც თამამად შეგიძლია ექსპერიმენტების ჩატარება. ეროვნული გუნდს უნდა ჰქონდეს თავისი სტილი.

სწორედ ამ რთული წლების შედეგია ვასილ ლობჟანიძე, მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც მომავალი ქართველი ვარსკვალვების ლიდერია. ქართველმა 20-წლამდელებმა მანჩესტერში გამართულ მსოფლიო თასზე მეათე ადგილი დაიკავეს და თბილისში გასამართი მომდევნო ახალგაზრდული მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვეს. 20-წლამდელთა 4-5 მოთამაშეს ეროვნულ ნანკრებშიც ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება და საკუთარი შანსი მათ კარგად გამოიყენეს.

საქართველოს ძლიან უნდა ევროპული რაგბის ელიტაში დამკივდრება. ექვს ერთან პლეი ოფის დანერგვა ჩვენთვის ძალიან კარგი სტარტი იქნება. ჩვენ მხოლოდ შანსს ვითხოვთ და იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნებს ვერ დავამკაყოფილებთ, ექვს ერში ვერც ვითამაშებთ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამისთვის მზად ვართ და შესაძლებლობასაც სწორედ ამიტომ ვითხოვთ.

ჩვენთან რაგბი ძალიან უყვართ და სტადიონზეც ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება. რუმინეთის ნაკრებთან შეხვედრაზე 54,000 გულშემატკივარი მოვიდა, ექვსი ერის თამაშებზე კი ინტერესი გაცილებით უფრო დიდი იქნება.

ახლა მიღწეული შედეგებით ვტკბებით. სამუშაოს რთული ნაწილი შესრულებულაი, სისტემა ჩამოვაყალიბეთ და მომავალში მხოლოდ დეტალებზე დაგვრჩა სამუშაო, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება", - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა. 

რაგბი, საქართველო, საინტერესო, ინტერვიუ, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ