ყველა სპორტული სიახლე

კახა ცხადაძე: "ჯგუფურ ეტაპს ორივე გუნდი იმსახურებს"

21 ივლისს, ნეთანიაში ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში შოთა არველაძის "მაკაბი" კახა ცხადაძის "ქაირათს" უმასპინძლებს. 

მატჩისწინა ვარჯიშის ჩატარებამდე კახა ცხადაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

კახა ცხადაძე: "გრძელი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ფეხბურთელებმა უკვე დაისვენეს. იერუსალიმშიც კი მოვასწარით წასვლა. ორივე გუნდი ძლიერია და ადრეც ვთქვი, რომ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ჩვენც და "მაკაბიც" იმსახურებს."

- მატჩის ფრედ დასრულება გაწყობთ? 

- მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ანგარიში 2:2 ან 3:3 იქნება. 

- მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებს როგორ აფასებთ? 

- ვფიქრობ, რომ შანსები თავიდანვე თანაბარი იყო. ყველაფერი საპასუხო თამაშში გადაწყდება. 

- შეხვედრას დანაკლისით ხომ არ ხვდებით? 

- სამი დღის წინ "ირტიშთან" გვქონდა გასვლითი მატჩი და გუნდი ოდნავ გადაღლილია. ტრავმირებულია სტას პოკატილოვი, რომელიც ყაზახეთში დარჩა. 

- საკმაოდ ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია გაქვთ. 

- ვეცდებით, რომ ეს სერია ისრაელში არ დასრულდეს. 

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება. 

 

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები, ლეგიონერი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ