ყველა სპორტული სიახლე

რუსი მძლეოსნები ოლიმპიადაზე არ დაუშვეს

ლოზანაში ჩატარებულმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS), რიო-დე-ჟანეიროში გასამართ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი მძლეოსნების ასპარეზობა დაუშვებლად მიიჩნია. 

სასამართლოს ბოლო ინსტანციამ რუსული მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა და 68 რუსი ათლეტისთვის მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. 

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე რუსეთის ანტიდოპინგურ ლაბორატორიებში მასობრივი დარღვევები გამოვლინდა. 

ამრიგად, რუსეთის მძლეოსნობის ნაკრები რიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩა. ერთადერთი რუსი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების საგზური ინდივიდუალური წესით მიიღო, სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინაა.

სხვადასხვა, ოლიმპიური, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ