ყველა სპორტული სიახლე

მამუკა კობახიძე: "პრემიერლიგაში თადარიგში ყოფნას, პირველ ლიგაში თამაში სჯობს"

ყაზანის "რუბინიდან" "ნეფტეხიმიკში" განათხოვრებულმა მამუკა კობახიძემ კლუბის პრესსამსასხურს ინტერვიუ მისცა საკლუბო და სანაკრებო თემაზე. 

- "ნეფტეხიმიკში" გადასლის შესახებ როგორ გაიგეთ? 

- "რუბინში" ყოფნისას "ნეფტეხიმიკთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ ნიჟნეკამენსკელთა ხელმძღვანელობას ჩემი გადაბირების სურვილი გაუჩნდა. "რუბინის" გენერალურ დირექტორს ვესაუბრე, რის შემდეგაც იჯარის საკითხი დადებითად გადაწყდა. 

- გასულ სეზონში პრემიერლიგის გუნდში იყავით, ახლა კი რანგით ქვედა ლიგის გუნდში ხართ. ამის გამო გული ხომ არ გწყდებათ? 

- პრემიერლიგაში სათადარიგოთა სკამზე ყოფნას, რანგით ქვედა ლიგაში თამაში სჯობს. 

- თქვენმა მეგომარმა, სოლომონ კვერკველიამ დაამტკიცა, რომ "ნეფტეხიმიკში" თამაშის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნება შესაძლებელია. 

- ეს ჩემითვის დიდი სიტმულია. კვერკველიამ "ნეფტეხიმიკში" მოუმატა და "რუბინის" ძირითადი მცველი გახდა. ევროთასებზე თამაშობს. 

- გუნდის და ქალაქის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ? 

- ძალიან მეგობრული კოლექტივია, ბაზა და სავარჯიშო პირობები კი უკეთესია, ვიდრე "მორდოვიაში" იყო. თუმცა, სარანსკი რესპუბლიკური ცენტრია და ქალაქიც ნიჟნეკამსკზე საინტერესოა. 

- ცხოვრებას ბაზაზე აპირებთ თუ ქალაქში გადაბარგდებით? 

- ჯერჯერობით ბაზაზე ვარ, თუმცა არ ვიცი აქ დავრჩები თუ ქალაქის ცენტრში გადავალ. 

- რა მიზანი გაქვთ ახალ სეზონში? 

- რაც შეიძლება მეტი თამაშის ჩატარება და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბება მინდა. "ნეფტეხიმიკის" დაცვის ხაზში დიდი კონკურენციაა, რაც ჩემთვის სასარგებლო იქნება. 

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყოდით? 

- ახალგაზრდულ ნაკრებში ხშირად ვთამაშობდი, ეროვნულში კი 5 ამხანაგურ თამაშში მივიღე მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ "ნეფტეხიმიკში" თამაშით ეროვნულ გუნდში მიწვევას კვლავ დავიმსახურებ და ოფიციალურ მატჩში მოვირგებ ნაკრების მაისურს. 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ