ყველა სპორტული სიახლე

კახა ცხადაძე: „კარგია, რომ ინფარქტი არ მივიღე”

უეფას ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თელ-ავივის „მაქაბისთან“ ორმატჩიან დუელში მარცხის მერე, „ქაირათის“ თავკაცმა კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ ცხოვრება გრძელდება.

კახა ცხადაძე: „თავიდანვე ვთქვი, რომ თანაბარი ძალის გუნდები თამაშობდნენ, რომლებიც თავისი შემადგენლობებით და თამაშის ხარისხით უფრო გვიან სტადიაზე შეხვედრას იმსახურებენ. ერთ გუნდს უფრო მეტად გაუმართლა. სამწუხაროდ, პირველი ტაიმი „ჩავაგდეთ“. მეორე ტაიმში გადაადგილებები მოვახდინეთ, ინიციატივას დავეუფლეთ და გოლი გავიტანეთ. თამაში თანაბარი იყო, მაგრამ მატჩის მიწურულს კვლავ გოლი გავუშვით.

ჩემს ფეხბურთელებს პრეტენზიებს ვერ წავუყენებ - ისინი ძალიან ბევრ მატჩს თამაშობენ და ძალიან დაძაბული გრაფიკია. მოთამაშეებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და მათ მადლობას ვუხდი. პარადოქსია, მაგრამ ორი დღის მერე კვლავ თამაში გვაქვს. ახლა ფეხბურთელები ფსიქილოგიურად უნდა მოვამზადოთ, რომ 24 ივლისს კარგად ითამაშონ და შემდეგ ცოტა დაისვენონ“.

-მეორე ტაიმში გატანილი გოლის შემდეგ გუნდი უკეთ გამოიყურებოდა. მეორე გოლი რომ გაუშვით რა იგრძენით?

-თავად იცით ასეთი რამის გადმოცემა ძნელია. პირველ მატჩშიც 93-ე წუთზე გავუშვით. იმ გოლმა მეტოქეს მომდევნო რაუნდში გასვლის საშუალება მისცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ნაკლებად გაგვიმართლა. გარკვეული კითხვები არსებობს, რადგან საშინაო მატჩში გოლი არ ჩაგვითვალეს, ხოლო განვლილ შეხვედრაში მეტოქის თავდამსხმელი ჩვენი მეტოქის წინ იდგა, მას თვალთხედვის არეს უფარავდა და თან თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„მაქაბის“ გამარჯვებას სულითა და გულით ვულოცავ. კარგია, რომ ინფარქტი არ მივიღე.

-თამაშის მერე „მაქაბისა“ და მისი მწვრთნელის შოთა არველაძის მიმართ როგორი განწყობა გაქვთ?

-ჩვენს დერბის რაც შეეხება, ყველაფერი მოედანზე დარჩება. ჩვენი ურთიერთობა ისეთივეა როგორც ადრე იყო, უბრალოდ თითოეული გამარჯვებას ვცდილობდით. „მაქაბი“ კარგი გუნდია და ვფიქრობ, ევროპა ლიგის ჯგუფამდე მივა. დღეს ჩვენი წაუგებელი სერია შეწყდა - მანამდე, 17 მატჩში არ დავმარცხებულვართ. დღეს წავაგეთ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.

 

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები, ლეგიონერი, ინტერვიუ, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ