
ოლიმპიელებმა ფიცი დადეს - მედროშე ჭრიკიშვილია
23 ივლისს დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.
ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქვეყნის პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.
„მიხარია, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპერეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები იღებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში - 13 სახეობის 39 სპორტსმენი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მართლაც პატარაა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციებითაა გამორჩეული. მე აქ ვხედავ არაერთ სახეს, ადამიანებს, ლეგენდებს, რომლებმაც ჩვენ შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, რადგან სპორტი ყველა ადამიანს შთააგონებს, აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველი აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ არაერთხელ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში“- თქვა კვირიკაშვილმა.
„მიხარია, რომ აქ ვარ თქვენთან ერთად და გაცილებთ მომავალი გამარჯვებებისკენ. მინდა უკვე მადლობა გითხრათ იმიტომ, რომ თქვენ თქვენი შთამბეჭდავი მოღვაწეობით საქართველოს სახელი მნიშვნელოვნად წინ წასწიეთ. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ათობით ექიმს, მწვრთნელს, ადმინისტრაციულ პერსონას, ვინც იდგა და დგას თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად იასპარეზებს რადაგან ჩვენ იქ გავდივარ, როგორც ერთი ქვეყანა, ერთი გუნდი, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გამარჯვებისკენ მოვუწოდებთ და ვეხმარებით. საქართველო უნიკალურია თუნდაც იმით, რომ რა მიღწევებიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, თუნდაც სპორტის მიმართულებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კვადრატულ მეტრზე რომ გადაიანგარიშო მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა ვართ იმიტომ, რომ შევძელით და ასეთ განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწიეთ. თქვენ ზურგს გიმაგრებენ ის ოლიმპიელები, რომლებმაც საქართველოს სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს და მსოფლიოში წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.
„შორეულ ბრაზილიაში შეჯამდება სპორტული ოთხწლეული, ჩვენი სპორტსმენების, მწვრთვნელების, სპორტული ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაო. ჩვენ ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ, 39 ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ რიოში. ჩვენი სპორტსმენების რეალური პოტენციალი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. მთავარია თითოეულმა ჩვენმა ოლიმპიელმა სრულად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, მზადყოფნაში შეხვდეს ოთხწლეულის ყველაზე დიდ შეჯიბრებას. ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ძალისხმევა, ამ წლების განმავლობაში იქითკენ იყო მიმართული, რომ მაღალ სპორტულ შედეგებზე ორიენტირენული ოლიმპიური გუნდი შეგვეკრა. ამისთვის არ დაგვიშურია არც ენერგია, არც მონდიომება და არც სახსრები და ვფიქრობ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთვნელებს მოსამზადებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნოდათ. ახლა ჯერი მათზეა” -ხაზი გაუსვა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
„დღეს, ფაქტობრივად, შეჯამდა ის ოთხწლიანი შრომა, რაც გაწიეს დელეგაციებმა, ოლიმპიურმა კომიტეტმა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენ რეკორდული რაოდენობის სპორტსმენებით წარვსდგებით ოლიმპიადაზე“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოლიმპიადა ქართული სპორტის ისტორიაში.
„მინდა თითოეულ ჩვენს სპორტსმენს წარმატება ვუსურვო და რაც ყველაზე მთავარია გაამართლონ ჩვენი, გულშემატკივრების მოლოდინები“ - თქვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და ამირჩია მედროშედ. ვეცდები მაქსიმალურად ქართული დროშა ღირსეულად ვატარო და ჩემი გამოსვლის დროსაც ყველაზე მაღლა ფრიალებდეს“ - თქვა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე:
იო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).
ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია, 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ძალოსანი რაულ ცირეკიძე, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.
ძიუდო
- ამირან პაპინაშვილი - 60 კგ
- ვაჟა მარგველაშვილი - 66 კგ
- ლაშა შავდათუაშვილი - 73 კგ
- ავთანდილ ჭრიკიშვილი - 81 კგ
- ვარლამ ლიპარტელიანი - 90 კგ
- ბექა ღვინიაშვილი - 100 კგ
- ადამ ოქრუაშვილი + 100 კგ
- ესტერ სტამი - 70 კგ
- ირაკლი უზნაძე - მწვრთნელი
- დავით ასუმბანი - მწვრთნელი
- გიორგი ვაზაგაშვილი - მწვრთნელი
დავით ქევხიშვილი - ფედერაციის პრეზიდენტი
მშვილდოსნობა
- ხათუნა ნარიმანიძე
- იულია ლობჟენიძე
- ქრისტინე ესებუა
- თამაზ ფუტკარაძე - მწვრთნელი
ტყვიის სროლა
- ნინო სალუქვაძე
- ცოტნე მაჭავარიანი
- ლევან ქადაგიძე - მწვრთნელი
ბატუტზე ხტომა
- ლუბა გოლოვინა
- ვლადიმერ გოლოვინი - მწვრთნელი
მხატვრული ტანვარჯიში
- სალომე ფაჟავა
- ლალი დოლიძე -ჯანტეზი - მწვრთნელი
ფარიკაობა
- სანდრო ბაზაძე - ხმალი
- მერაბ ბაზაძე - მწვრთნელი
ძალოსნობა
- ლაშა ტალახაძე +105კგ
- ირაკლი თურმანიძე +105 კგ
- გიორგი ჩხეიძე 105 კგ
- გიორგი ასანიძე - მწვრთნელი
- ავთანდილ გახოკიძე - მწვრთნელი
- კახი კახიაშვილი - ფედერაციის პრეზიდენტი
ცურვა
- ირაკლი ბოლქვაძე
- თეონა ბოსტაშვილი
- ზურაბ ხომასურიძე - მწვრთნელი
თავისუფალი ჭიდაობა
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 57 კგ
- ზურაბ იაკობიშვილი - 65 კგ
- იაკობ მაქარაშვილი - 74 კგ
- სანდრო ამინაშვილი - 86 კგ
- ელიზბარ ოდიკაძე - 97 კგ
- გენო პეტრიაშვილი +125 კგ
- რევაზ მინდორაშვილი - მწვრთნელი
- არჩილ ქიტიაშვილი - მწვრთნელი
- ნუგზარ სხირელი - მწვრთნელი
ბ/რ ჭიდაობა
- შმაგი ბოლქვაძე - 66 კგ
- ზურაბ დათუნაშვილი - 75 კგ
- რობერტ კობლიაშვილი - 85 კგ
- რევაზ ნადარეიშვილი - 98 კგ
- იაკობ ქაჯაია - 130 კგ
- ბეგი დარჩია - მწვრთნელი
- ჯემალ ბაკურიძე - მწვრთნელი
- მანუჩარ კვირკელია - ფედერაციის პრეზიდენტი
მძლეოსნობა
- დავით ხარაზიშვილი - მარათონი
- ბაჩანა ხორავა - სიგრძეზე ხტომა
- ბენიკ აბრამიანი - ბირთვის კვრა
- ლაშა თორღვაძე - სამმაგი ხტომა
- ვალენტინა ლიაშენკო - სიმაღლეზე ხტომა
- ანდრო ბედუკაძე - მწვრთნელი
- დავით მანთიძე - მწვრთნელი
კანოე
- ზაზა ნადირაძე
- კახაბერ ლომიშვილი - მწვრთნელი
ჩოგბურთი
- ნიკოლოზ ბასილაშვილი
- სტეფენ კუნი - მწვრთნელი
ადმინისტრაციული პერსონალი
- ელგუჯა ბერიშვილი - მისიის ხელმძღვანელი
- მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე
- რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
- გიორგი ესაკია - ადმინისტრაციული პერსონალი
- ირაკლი დოლაბერიძე - ადმინისტარციული პერსონალი
- ზურაბ ბაქრაძე - ადმინისტრაციული პერსონალი
- მარიკა კირვალიძე - პრესატაშე
- ქეთი ოთარაშვილი - ტექნიკური პერსონალი
- ზურაბ კახაბრიშვილი - სამდიცინო პერსონალი
- გიორგი ჭინჭარაული - სამედიცინო პერსონალი
- დიმიტრი ბაღათურია - სამდიცინო პერსონალი
- გიორგი მგელაძე - სამდიცინო პერსონალი
- თეიმურაზ მგელაძე - სამედიცინო პერსონალი
- გიორგი მურცხვალაძე - სამედიცინო პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ
- ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
- ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი
- ემზარ ზენაშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
- აკაკი ლოდია - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
- შალვა გოგოლაძე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე
- რევაზ ჯაველიძე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის სმოადგილე










