საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრაზილიაში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს სიტყვით მიმართა და მომავალ შეჯიბრებებში წარმატებები უსურვა.
გიორგი მარგველაშვილი: ,,დღეს ორი მსოფლიო იბრძვის. ის, ბოროტება რომელიც, ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როცა ასე მალულად და ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს და ამის საპირისპირო ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ღიად ასპარეზობთ გამარჯვებისათვის და თქვენს კეთილ ნებას აჩვენებთ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო არაერთხელ მოისმენს საქართველოს ჰიმნს თქვენი გამარჯვების აღსანიშნავად და თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გაახარებს და გააბედნიერებს. მინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება ჩვენი ქვეყნისათვის. მე თქვენთან ერთად ვიქნები და მთელ საქართველოსთან ერთად გიგულშემატკივრებთ".
ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი ოლიმპიელი 13 სახეობაში იასპარეზებს. რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრება გიორგი მარგველაშვილიც, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრება.