ყველა სპორტული სიახლე

ჯეკ ვუდი: ''ჩემი გუნდი ბრძოლისუნარიანია''

გიბრალტარის ეროვნული ნაკების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან დაპირისპირების წინ ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი ფეხბურთელებს სავარჯიშოდ უხმო.

ჯეკ ვუდი:" ჩარტერული რეისით ჩამოვფრინდით, რამაც მგზავრობა გაგვიადვილა. გუნდი კარგ მდგომარეობაშია".

- ისტორიული გოლი გაიტანეთ პოლონეთთან შეხვედრაში. რა იქნება თქვენი მიზანი ხვალინდელ მატჩში?

-ზოგადად ჩვენ ვზრუნვათ კარგად ვითამაშოთ, გასულ თამაშებში გავაუმჯობესეთ თამაში, იმედი გვაქვს ხვალინდელ და შემდეგ მატჩში გვექნება უკეთესი შედეგი.

- როგორ ტაქტიკას აირჩევს გიბრალტარის ეროვნული ნაკრები?

- ჩვენ ვცდილობთ ყველა მეტოქეს სხვაგვარად მივუდგეთ, კარგად განვსაზღვროთ მათი სუსტი და ძლიერი წერტილები, რაც უკეთ თამაშის საშუალებას მოგვცემს.

- სხვა მეტოქეებთან თამაშის წინ საქართველო ფავორიტის როლში არ ყოფილა, ამჟამად კი ფავორიტია. როგორ ფიქრობთ ხომ არ გაუჭირდებათ ფავორიტის როლში თამაში?

- თანამედროვე ფეხბურთში მაქსიმალური კონცენტრაციის გარეშე გაგიჭირდება. ვფიქრობ ქართველები პროფესიონალურად მიუდგებიან საქმეს.

- თქვენი გუნდის ფეხბურთელები სამოყვარულო დონეზე თამაშობენ და იშვიათად უწევთ მაღალ დონზე თამაში. ეს საკითხი რამდენად სერიოზული პრობლემაა?

- დიახ, ეს სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ მაღალ დონეზე, თუმცა ამ მხრივ წარსულში მეტი პრობლემა იყო, რადგან მათ 7-8 მაღალი დონის მატჩი ჩაატარეს და დიდი გამოცდილება მიიღეს. ვფიქრობ შემდეგ მატჩებს საქართველოსა და შოტლანდიასთან  უკეთესად ჩაატარებენ, თამაშის ხარისხი გაუმჯობესდება.

- გიბრალტარის ნაკრებმა მეორე ტაიმის პირველ წუთებზე გაუშვა გოლები. რატომ?

- ფეხბურთელები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად არ არიან მომზადებულები. თუმცა, მაქსიმალურად ცდილობენ პოტენციალის გამომჟღავნებას, ჩემი გუნდი ბრძოლისუნარიანია.

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ