ყველა სპორტული სიახლე

ლერი ხაბელოვი: "ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ"

დიღომში მდებარე ოლიმპიურ სოფელში ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემოანიალი გაიმართა, სადაც სპორტსმენები კომპანია სამოსელი პირველის მიერ შეკერილი ტანსაცმლით წარსდგნენ მედიისა და გულშემატკივრების წინაშე. 

ცერემონიალის შემდეგ MySports.Ge-ს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე ესაუბრა და ისიც დაამატა, რომ მოახლოებულ ოლიმპიადას კომიტეტში იმედიანად ხვდებიან. 

ლერი ხაბელოვი: "ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ, რაზეც კომპანია სამოსელი პირველმა იზრუნა და ჩვენი შეკვეთა შეასრულა. ჩემი აზრით, გოგონებიც და ბიჭებიც კარგად გამოიყურებიან და აღლუმზე გამოსვლის დროს გამოჩნდება, რომ ეს ჩვენი ნაციონალური ორნამენტებით მორთული ფორმაა.

ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და იმედიანად ვართ განწყობილები, რადგან ოლიმპიურ ციკლში კარგი შედეგები გვქონდა.39 სპორტსმენით წავრსდგებით ოლიმპიადაზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 9 ქალი გამოვა, რაც ასევე რეკორდია. ჩვენ მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა უკვე სპორტსმენებზეა დამოკიდებული ყველაფერი". 

ფეხბურთი, სხვადასხვა, საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2017 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ