ყველა სპორტული სიახლე

უპრეცედენტო შემთხვევა - ქართველი დედა-შვილი ოლიმპიადაზე

23 ივლისს, დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს სახელით ბრაზილიაში 39 სპორტსმენი იასპარეზებს და აღსანიშნავია, რომ მათ შორის დედა-შვილიც იქნებიან.

ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძესთან ერთად, რომლისთვისაც მოახლოებულო ოლიმპიადა კარიერაში მერვე იქნება, რიოს საგზური მისმა ვაჟმა, ცოტნე მაჭავარიანმაც მოიპოვა. 

18 წლის ტყვიის მსროლელი ქართულ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, როცა დედა და შვილი ერთად მონაწილეობენ.

ნინო სალუქვაძე: "ძალიან რთული იყო ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა, თუმცა მოვახერხეთ და საქართველოსთვის ჩემს შვილთან ერთად ორი ლიცენზია ავიღეთ. მსგავსი რამ პირველად მოხდა და ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის მერვე და ჩემი ვაჟისთვის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად მივემგზავრებით და ვისიამოვნებთ ამ დიდი დღესასწაულით". 

ცოტნე მაჭავარიანი: "18 წლის ვარ და ჩემთვის პირველი ოლიმპიადაა, რომელზეც ლიცენზიის მოპოვება საკმაოდ რთული იყო. ძლიერ სპორტსმენებთან მომიწევს დაპირისპირება და დიდ გამოცდლებასთან ერთად სიამოვნებას მივიღებ. ამბობენ, რომ ძალიან რთულია, როცა ოჯახის წევრი წარმატებული სპორტსმენია, რადგან ყოველთვის ხდება შედარება და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა ეს საერთოდ არ მძაბავს და პირიქით, მეხმარება კიდეც. ოლიმპიადაზე დედაჩემის პირველი გულშემატკივარი ვიქნები". 

სხვადასხვა, საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ