23 წლის ამერიკელმა კენდრა ჰარისონმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 100-მეტრიანი დისტანცია 12,2 წამში დაფარა.
ამ მაჩვენებლით მან 0,01 წამით აჯობა ბულგარელ იორდანკა დონკოვას, რომელმაც რეკორდი 28 წლის წინ დაამყარა.
ამრიგად, 23 წლის ჰარისონი ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქალი გახდა, თუმცა გულშემატკივრები მას რიოს ოლიმპიადაზე ვერ იხილავენ, რადგან აშშ-ს ნაკრებში ახალი რეკორდსმენი ვერ მოხვდა.