ყველა სპორტული სიახლე

ყველაფერი, რაც გულშემატკივრებმა ბრაზილიის შესახებ უნდა იცოდნენ

5 აგვისტოს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დაიწყება. 

ოლიმპიადას სპორტული მიღწევებით მდიდარი ქვეყანა მასპინძლობს, თუმცა ბრაზილია მხოლოდ სპორტული შედეგებით გამორჩეული ქვეყანა არაა.

მოახლოებული მასშტაბური ღონისძიების წინ გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს იმ ქვეყნის შესახებ, რომლისკენაც უახლოეს მომავალში სპორტის ყველა გულშემატკივრის ყურადღება იქნება მიმართული. 

ტერიტორია, მოსახლეობა და ენა

Pelourinho, a historic neighbourhood in Salvador, Brazil

ბრაზილია ტერიტორიით მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ადგილზეა და სამხრეთ ამერიკის 47 პროცენტს იკავებს. ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 206 მილიონი ადამიანია და ამ მაჩვენებლითაც ბრაზილიელები მეხუთე ადგილზე არიან მსოფლიოში. ქვეყნის სახელმწიფო ენა პორტუგალიურია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ამ ენაზე 280 მილიონი ადამიანი საუბროს და მათი 70 პროცენტს სწორედ ბრაზილიელები შეადგენენ. 

დედაქალაქები 

Brazilian National Congress, Brasilia / Photo: Wikimedia Commons

რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის დედაქალაქი 1621-1815 წლებში იყო. ამავდროულად, 1808-1821 წლებში ქალაქი პორტუგალიის სამეფოს დედაქალაქიც იყო და დღემდე პირველ და ერთადერთ ევროპულ დედაქალაქად ითვლება, რომელიც ევროპაში არ მდებარეობს. ბრაზილიის ახლანდელი დედაქალაქი კი ქალაქი ბრაზილიაა, რომელიც 1956-1960 წლებში აშენდა და არქიტექტურული დაპროექტებით ქალაქის გეგმას თვითმფრინავის ფორმა აქვს.

შტატები და ბრაზილიის დროშა

A young Brazil supporter waves his country's flag before a Copa America Group B soccer match between Brazil and Peru on Sunday, June 12, 2016, in Foxborough, Mass. (AP Photo/Steven Senne)

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა 25 შტატს და ერთ ფედერალურ ცენტრს აერთიანებს, სადაც დედაქალაქი ბრაზილიაა განლაგებული. ბრაზილიის ეროვნულ დროშაზე გამოსახული 27 ვარსკვლავიც სწორედ ამას უკავშირდება. 

იაპონური დიასპორა

A young Brazilian soccer fan reacts as he watches the opening Confederations Cup soccer match between Brazil and Japan at a community center in the Liberdade neighborhood or Japantown, in Sao Paulo, Brazil, Saturday, June 15, 2013.

ბრაზილიაში 1.5 მილიონი იაპონელი ცხოვრობს, რაც ყველაზე დიდი დიასპორაა. ქვეყნის უდიდეს ქალაქ სან-პაულოში იაპონური უბანიც კი არსებობს. 

ბუნება

Sancho Bay, Fernando de Noronha, Brazil

ბრაზილიის საკმაოდ დიდი ტერიტორია მდიდარია ულამაზესი ბუნებით. პერნამბუკოს შტატში, ფერნანდო დე ნორონჰას არქიპელაგზე მდებარე სანჩო ბეის სანაპირო კი TripAdvisor-ის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. 

საფეხბურთო ერი

Ronaldinho of Brazil's Atletico Mineiro, left, fights for the ball with Wellington of Brazil's Sao Paulo FC at a Copa Libertadores soccer match in Belo Horizonte, Brazil, Wednesday, May 8, 2013

ბრაზილიაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ფეხბურთია. ქვეყანაში 776 პროფესიონალური კლუბია, რომლებმაც არაერთი ცნობილი ფეხბურთელი აღზარდეს. ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა კი მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

სილვა

Anderson Silva celebrates after knocking out Vitor Belfort in the first round of a middleweight title UFC 126 mixed martial arts bout, Saturday, Feb. 5, 2011, in Las Vegas.

სილვა - ბრაზილიაში ყველაზე გავრცელებული გვარია. ამ გვარის ორი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი UFC-ის მებრძოლი ანდერსონ სილვა და პსჟ-ს მველი, ტიაგო სილვა არიან. 

სისწრაფის სიყვარული 

A caretaker tends to Ayrton Senna's 1983 race car on April 30, 2014 ahead of a gathering at the Imola track in Italy to commemorate the 20th anniversary of Senna's death.

ბრაზილიამ მსოფლიოს რამდენიმე წარმატებული მრბოლელიც აჩუქა. ფორმულა 1-ის სამგზის გამარჯვებული აირტონ სენა ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მრბოლელადაა აღიარებული. ბრაზილიელები არიან ჩემპიონები ნელსონ პიკე და ემერსონ ფიტიპალდი. 

ქრისტეს ქანდაკება

Christ the Redeemer, Rio de Janeiro, Brazil

ბრაზილიის ქვეყალზე ცნობილი ქანდაკება და სავიზიტო ბარათი რიოში მდებარეობს. 1983 წელს აღმართული ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს და კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე მდებარეობს. 
2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ