ყველა სპორტული სიახლე

ტევესი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს

Sportmediaset-ის ცნობით, "ბოკა ხუნიორსის" შემტევი კარლოს ტევესი, შესაძლოა, "იუვენტუსს" დაუბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციით არგენტინული კლუბი ფეხბურთელს ხელფასს სამი თვის განმავლობაში ვერ უხდის რაც შესაძლოა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის მიზეზი გახდეს.

ამავდროულად ტევესის მიმართ ინტერესს ბრაზილიური "კორინთიანსიც" იჩენს, სადაც არგენტინელი შემტევი ევროპაში გადაბარგებამდე თამაშობდა. თუმცა, თავად ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნების პერსპექტივა უფრო ხიბლავს.

"იუვენტუსიდან" "ბოკა ხუნიორსში" ტევესი გასულ ზაფხულს გადავიდა.

ფეხბურთი, ვიდეო, ევროპა,

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ