
''დინამო თბილისის'' მხარდაჭერა ქართველ ოლიმპიელებს (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის Facebook-ის გვერდმა ვიდეო განათავსა, რომელშიც ''დინამო თბილისის'' ფეხბურთელები მხარდაჭერას უცხადებენ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველ სპორტსმენებს.
შეგახსენებთ, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნითი ცერემონია 5 აგვისტოს გაიმართება.