ყველა სპორტული სიახლე

კვირკველიამ ქულა აიღო, ქეცბაია კვლავ დამარცხდა

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 რაუნდში, B ჯგუფში მოასპარეზე ყაზანის „რუბინმა“, სადაც სოლომონ კვირკველია გამოდის, საფრანგეთის „ბორდო“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. „რუბინი“ ერთი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. პირველი ადგილი 4 ქულით შვეიცარიის „სიონს“ უკავია. მეორე პოზიციაზე ინგლისის „ლივერპულია“, რომელსაც ორი ქულა აქვს, ხოლო მესამეზე ამდენივე ქულით „ბორდოა“. მომდევნო შეხვედრას „რუბინი“ 22 ოქტომბერს სტუმრად „ლივერპულთან“ ჩაატარებს.

K ჯგუფში, კვიპროსის აპოელ-მა, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია წვრთნის. ზედიზედ მეორე მატჩი წააგო ამჯერად, აპოელ-ი სტუმრად ჩეხეთის პრაღის „სპარტასთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინძლებიდან პირველი გოლი 24-ე წუთზე ფრატაიმ გაიტანა, ხოლო მე-60 წუთზე აპოელ-ის კარი ბრაბეცმა აიღო.

ორი ტურის მერე კვიპროსელები უქულოდ ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფებიან. პირველი პოზიცია გელზენკირხენის „შალკეს“ უკავია, რომელსაც 6 ქულა აქვს. მეორე ადგილზე 4 ქულით „სპარტაა“, მესამეზე კი, ერთი ქულით ბერძნული „ასტერასი“ იმყოფება.

ფეხბურთი, რაგბი, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ