ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - დროებითი ევაკუაცია ქართველთა საცხოვრებელში (ვიდეო)

რიოს ოლიმპიურ სოფელში, საქართველოს ნაკრების საცხოვრებელ კორპუსში წყლის მილები დაზიანდა.

დაზიანების შედეგად რამდენიმე ოთახში წყალი შევიდა, შენობაში კი სპეციალური საგანგაშო სიგნალი ჩაირთო და დროებითი ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ინფორამციით, დაზიანება კორპუსის მე-12 სართულზე მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და პრობლემა რამდენიმე საათში გამოსწორდა.

წყლის მილების დაზიანების დროს შეიზღუდა ლიფტების ფუნქციონირება, რომელიც დღეს დილით აღდგა. ოლიმპიურ სოფელში არსებული ვითარების შესახებ ვიდეოები სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში განათავსეს.

გთავაზობთ ქართველი მშვილდოსნის ქრისტინე ესებუასა და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს. ქართველ სპორტსმენებთან ერთად კორპუსში ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ალბანეთის ნაკრებები ცხოვრობენ.

 

სხვადასხვა, დღის ვიდეო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ