ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - ოლიმპიადის ლტოლვილთა გუნდი

5-21 აგვისტოს რიო ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 205 ქვეყნის წარმომადგნელი 11,000 მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 

მათ შორის იქნება 10 ათლეტით დაკომპლექტებული ლტოვლილთა ოლიმპმიური ნაკრები, რომელიც ოლიმპიადაზე პირვლად მონაწილეობს და ამ სპორტმსმენების ისტორიებს გაგაცნობთ MySports.Ge. 

რამი ანისი, 25 წლის




სირიაში დაბადებული მოცურავე სპორტის ამ სახეობით 14 წლის ასაკში დაკავდა, თუმცა შემდეგ მისმა ოჯახმა სირიაში შექმნილი მდგომარეობის გამო რამი თურქეთში გაგზავნა, რის შემდეგაც იყო გასაბერი ნავით მგზავრობა საბერძნეთში და საბოლოოდ ბელგიურ გენტში დასახლება. აღსანიშანვია, რომ 50-მეტრიან დისტანციაზე ცურვაში რამი ანისი სირიის რეკორდსმენია. 

იჩ პურ ბილი, 21 წლის



სამხრეთ სუდანში დაბადებული მძლეოსანი ამჟამად კენიაში ცხოვრობს და 800 მეტრზე სირბილში იასპარეზებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. სამშობლო მან 2013 წლის დეკემბერში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის გაო დატოვა და კენიის ჩრდილოეთით მდებარე ლტოვლილთა ბანაკში აღმოჩნდა. თავადაპირველად, ახალგაზრდა ფეხბურთით იყო გატაცებული, მოგვიანებით კი სპორტის სახეობა შეიცვალა და ოლიმპიადაზეც აღმოჩნდა. 

ჯეიმს ნიანგ ჩინგიეკი, 28 წლის



კენიაში გადაბარგებული კიდევ ერთი სამხრეთ სუდანელი ახალგაზრდა თანამემამულის მსგავსად მძლეოსანია და 400 მეტრზე სირბილში ცდის ბედს. ჯეიმსის მამა სუდანის მეორე სამოქალაქო ომში დაიღუპა, რის შემდეგაც ჩინგიეკმა კენიაში გადაწყვიტა გაქცევა და თავდაპირველად ახალგზარდა სპორტსმენებთან ვარჯიშობდა, შემდეგ კი პროფესიონალების ჯგუფში გადაინაცვლა.

პაულო ამოტუნ ლოკორო, 23 წლის 



ლტოლვილთა ნაკრების წარმოამდგენელი მესამე სუდანელი, რომელიც ომის დროს კენიაში გადაბარგდა 1500 მეტრზე სირბილში მიიღებს მონაწილეობას. ომის დაწყებამდე პაულო სუდანის ერთ-ერთ სოფლეში ცხოვრობდა და მწყემსი იყო, თუმცა სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემდეგ კენიის ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა, სადაც მისი ნიჭიც აღმოაჩინეს. მოგვიანებით, პაულო ნაირობის ერთ-ერთ სავარჯიშო ცენტრში აღმოჩნდა, საიდანაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო.

იოლანდე ბუკასა მაბიკა, 28 წლის



კონგოში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო იოლანდეს ბავშვობაში ოჯახთან განშორება მოუწია. მას მხოლოს ის ახსოვს, რომ ვერტმფრენში ჩასვეს და დედაქალაქ კინშასაში გადაიყვანეს, სადაც გოგონა ძიუდოთი დაკავდა და კარგ შედეგებსაც აღწევდა. 2013 წელს იოლანდე ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, თუმცა მარცხის გამო მწვრთნელთან კონფლიქტი მოუვიდა. ამ უკანასკნელმა სპორტსმენს პასპორტი წაართვა და სასტუმროს ნომერში ჩაკეტა საკვების გარეშე. იოლანდემ თავს გაქცევით უშველა და საცხოვრებლად ბრაზილიაში დარჩა. ამჟამად ის ოლიმპიური პრიზიორის სკოლაში, ფლავიო კანტოს სკოლაში ვარჯიშობს.

პოპოლე მისენგა, 24 წლის



კიდევ ერთი კონგოელი ძიუდოისტის ისტორია, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს ძალიან გავს იოლანდეს ამბავს. თანაგუნდელსი მსვასად, ომის დროს ისიც მოწყვიტეს ოჯახს, თუმცა კინშასაში გადაყვანამდე 9 წლის ბიჭი 8 დღის განმავლობაში ტყეში იმალებოდა. ძიოდოში წარმატების შემდეგ პოპოლე ბრაზილიაში გაემგზავრა 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და მაცხის შემდეგ იოლანდეს ბედი გაიზიარა. პასპორტის გარეშე დარჩა სასტუმროს ნომერში ჩაკეტილი.

იონას კინდე, 36 წლის



ეთიოპელი სპორტსმენი საცხოვრებლად ლუქსემბურგში გადაბარგდა, რადგან სამშობლოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. ახალ ქვეყანაში იონასი ტაქსის მძროლად მუშაობს და ოლიმპიადის წინ ძირითად სამსახურს დღეში ორჯერად ვარჯიშებს უთავსებს. 

როუზ ნიტაკე ლოტოკიენი, 23 წლის



800-მეტრიან დისტანციაზე სირბილში ცდის ბედს სამხრეთ სუდანიდან კენიაში გადაბარგებული როუზ ლოტოკიენი. ოლიმპიელმა სამშობლო 10 წლის ასაკში დატოვა და დიდხანს ვერ იჯერებდა, რომ სპორტული უნარებით იყო დაჯილდოვებული, მაგრამ ყოველგვარი მომზადების გარეშე 10-კილომეტრიან დისტანციაზე სირბილში დაკავებული მეორე ადგილის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სპორტი მისი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. 

ანჯელინა ნადა ლოალიტი, 21 წლის



კიდევ ერთი მძლეოსანი სამხრეთ სუდანიდან, რომელიც კენიაში გადაბარგდა და ოლიმპიადაზე 1500-მეტრიან დისტანციაზე სირბილში იასპარეზებს. უკვე 15 წელია, რაც ანჯელინამ საკუთარი ქვეყანა დატოვა და მშობლები არ უნახავს. კენიაში გადაბარგების შემდეგ გოგონა ახალგაზრდულ შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობდა და გამოცდილი მწვრთნელების ყურადღებაც მიიპყრო.

იუსრა მარდინი, 18 წლის

 

სირიიდან გერმანიაში გადაბარგებული ისურა მარდინი კი ოლიმპიადაზე ცურვაში მიიღებს მონაწილეობას. მისი გზა, სირიიდან გერმანიამდე საკმაოდ რთული იყო. ისურა დასთან ერთად ჯერ თურქეთში გადავიდა საიდანაც საბერძნეთს ნავით 18 ადამიანთან ერთად მიაშურა. თუმცა, გზაში ნავს ძრავი გაუფუჭდა და იუსრა რამდეინმე ადამიანთან ერთად წყალში გადახტა და ნავი ნაპირამდე მიწოლით მიიყავანაა.

სხვადასხვა, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ