ყველა სპორტული სიახლე

რიოში ოლიმპიური თამაშები გაიხსნა (ვიდეო)

რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. 

"მარაკანაზე" ჩატარებული გახსნის ცერემონია თბილისის დროით 3 საათზე დაიწყო და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე თითქმის ათჯერ იაფიც დაჯდა. 

რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას 207 დელეგაცია და 11,000-ზე მეტი სპორტსმენი იღებს. ტრადიციულად, აღლუმი საბერძნეთის ნაკრების გამოსვლით დაიწყო, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლეგენდარულ სტადიონ "მარაკანაზე" მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად 81-ე გამოჩნდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დელეგაციების გამოსვლის რიგითობა ქვეყნების პორტუგალიური დასახელების მიხედვით იყო შექმნილი. 


აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები "მარაკანაზე" არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, რადგან გუნდს ის სპორტსმენები აკლდნენ, რომლებიც დღეს ჩაერთვებიან ოლიმპიურ თამაშებში. 


ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა. "მარაკანაზე" ასევე იმყოფებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს ყველას მივულოცო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყება. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება ყველასათვის, მთელი მსოფლიოს ყურადღება დღეს რიო დე ჟანეიროსკენ არის მიმართული. ცნობილია, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ჩვენთვის სარეკორდო რაოდენობის სპორტმენებით წარდგება ბრაზილიაში, რაც ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგია. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება და ქართველი სპორტსმენები არაერთხელ გაახარებენ გულაშემატკივარს. დღეიდან უკვე ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს, მართლაც რომ დიდი მოლოდინი გვაქვს და ერთად უნდა გავიხაროთ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებით." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


გახსნის ცერემონია 3 საათსა და 30 წუთს გრძელდებოდა და ბრაზილიელი მარათონელის, ვანდერლეი დე ლიმას მიერ სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ანთებით დასრულდა. 

სხვადასხვა, დღის ვიდეო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ