ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე 24 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ შეხვედრას მე-11 ნომრად განთესილ, მსოფლიო კლასიფიკაციის 21-ე ჩოგანთან, 30 წლის ურუგვაელ პაბლო კუევასთან გამართავს. 

გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი 1/16-ფინალში გავა, სადაც იამაიკელ დასტინ ბრაუნსა და ბრაზილიელ ტომაზ ბელუჩის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ოლიმპიური საჩოგბურთო ტურნირი 6-14 აგვისტოს ჩატარდება და მასში მონაწილეობას 64 სპორტსმენი მიიღებს.

სხვადასხვა, ჩოგბურთი, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ