ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - პაპინაშვილი ბრინჯაოს ვერ შეწვდა

რიოს ოლიმპიური თამაშების პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის მედლების გარეშე დასრულდა. 

ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან გამართა და იუკოთი დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პაპინაშვილმა ნახევარფინალამდე კანადელი, ბულგარელი და იაპონელი სპორტსმენები დაამარცხა, გამდაწყვეტ სტადიაში კი რუს და უზბეკ ძიუდოისტებთან იწვნია მარცხი.

აღნიშნულ წონაში ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთის წარმომადგენელი ბესლან მუდრანოვი გახდა, რომელმაც 1/2-ფინალში პაპინაშვილის დამარცხების შემდეგ ფინალურ შეხვედრაში ყაზახ სმეტოვს სძლია.

სხვადასხვა, დღის ფოტო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ