
რიო 2016 - ქართველების განრიგი 7 აგვისტოს
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 7 აგვისტოს ქართველის სპორტსმენები ბედს სპორტის 5 სახეობაში ცდიან.
მშვილდოსნობის გუნდურ შეჯიბრში ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე და ქრისტინა ესებუა მექსიკის ნაკრებს შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ტაივანთან გაარკვევენ ურთიერთობას.
16:00 - 17:40 1/8-ფინალი (გუნდური)
21:00 - 22:40 1/4-ფინალი (გუნდური)
22:43 - 23:36 1/2-ფინალი (გუნდური)
23:39 - 00:04 III ადგილისთვის (გუნდური)
00:07 - 00:50 ფინალი (გუნდური)
ძიოდოში მედლისთვის ბრძოლას შეეცდება ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.)
17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი
თეონა ბოსტაშვილი საქართველოს სახელით ცურვაში იასპარეზებს.
20:48 - 21:11 100 მ. ბრასი - კვალიფიკაცია
22:24 - 22:34 100 მ. ბრასი - ფინალი
ტყვიის სროლაში მერვე ოლიმპიურ სტარტზე გავა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე.
16:00 - 16:50 სპორტული პისტოლეტი. კვალიფიკაცია
18:00 - 18:30 სპორტული პისტოლეტი. ფინალი
ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთვება ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პირველ შეხვედრაშ მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევას შეხვდება.