ყველა სპორტული სიახლე

პრეზიდენტი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელის გამოსვლას დაესწრო

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელმა, 18 წლის ტყვიის მსროლელმა ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე სადებიუტო გამოსვლა 29-ე ადგილზე დაასრულა.

პნევმატური პისტოლეტით სროლაში ქართველმა სპორტსმენმა 574 ქულა დააგროვა და ფინალის საგზური ვერ მოიპოვა. აღსანიშანვია, რომ ცოტნეს, ფინალში გასასვლელად მხოლოდ 6 ქულა დააკლდა.

ცოტნე მაჭავარიანის გამოსვლას ესწრებოდა სპორტსმენის დედა, ნინო სალუქვაძე, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში დღეს, 7 აგვისტოს ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის ისტორიაში სალუქვაძე-მაჭავარიანის შემთხვევა პირველია, როცა თამაშებში დედა-შვილი მონაწილეობენ.

ცოტნე მაჭავარიანის დებიუტს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა რომლებიც რიოში ოლიმპიური თამაშების გახსნის დღიდან იმყოფებიან.

სხვადასხვა, დღის ფოტო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ