ყველა სპორტული სიახლე

Sports Illustrated: ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს დელეგაციის ჩაცმულობა ერთ-ერთი გამორჩეული იყო (ვიდეო)

პოპულარული გამოცემა Sports Illustrated რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას გამოეხმაურა და დელეგაციების ჩაცმულობა შეაფასა. 

გამოცემამ ხუთი დელეგაცია გამოარჩია და ჩამონათვალში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა. 

ავტორის აზრით საქართველოს ჩაცმულობა ძველმოდური დიზაინით იყო შთაგონებული და შუასაუკუნეების ისტორიის გავლენა იგრძნობოდა.

Sports Illustrated-ის მიხედვით, აღლუმზე ჩაცმულობით აშშ, ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა და საქართველო გამოირჩეოდნენ. რა თქმა უნდა ავტორებს არც გამორჩეული ტონგელი მედროშე დავიწყებიათ 



შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობას, რაზეც კომპანია "სამოსელი პირველმა" იზურნა, საქართველში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

სხვადასხვა, დღის ვიდეო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ