ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: მარგველაშვილი პირველ წრეში დამარცხდა

რიოში, ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. 66 კილოში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა იჭიდავა. ჩვენი ძიუდოისტი სამწუხაროდ პირველივე წრეში სლოვენიელ ადრიან გომბოკთან იპონით დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა. შეგახსენებთ, გუშინ ახლოს იყო მედალთან ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვინც ნახევარფინალში მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან ბესლან მურდანოვთან წააგო, მერე კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც დათმო უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან. ხვალ, 9 აგვისტოს რიოში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს.



ჭიდაობა / ძიუდო, საინტერესო, ოლიმპიური, რიო 2016

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ