
ნოვაკ ჯოკოვიჩი რიოს დაემშვიდობა!
მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მოულოდნელად რიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. სერბმა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან ორ სეტში 6:7, 6:7 წააგო.
სერბმა და არგენტინელმა დიდი ბრძოლა გამართეს, მაგრამ გამარჯვება დელ პოტროს დარჩა. საინტერესოა, რომ 4 წლის წინ ლონდონში არგენტინელმა ჯოკოვიჩი ბრინჯაოს შეხვედრაშიც დაამარცხა. სერბის საოლიმპიადო ყულაბაში ერთადერი მედალია - 2008 წელს პეკინში ბრინჯაო მოიგო. ჯოკოვიჩის მარცხით გაიზარდა ბრიტანელი ენდი მარის შანსები, ვინც სერბი ვიქტორ ტროიცკი 6:3, 6:2 დაამარცხა. შეგახსენებთ, მარი წინა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია და რიოში ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.